რას ამბობს მამუკა მდინარეძე მმართველი გუნდის პარტიიდან დეპუტატების შესაძლო გარიცხვაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მამუკა მდინარეძე მმართველი გუნდის პარტიიდან დეპუტატების შესაძლო გარიცხვაზე?

"მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას - ხომ არ აპირებს მმართველი გუნდი პარტიიდან იმ დეპუტატების გარიცხვას, რომლებმაც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

"მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. წინასწარ რაღაც-რაღაცების თქმა გადაწყვეტილებების შესახებ, რაც შეიძლება გამოვიდეს ან არ გამოვიდეს, გადაწყდეს ან არ გადაწყდეს, ასეთ რაღაცებზე მე მოვერიდები განცხადებების გაკეთებას. როდესაც არის ასეთი გადაწყვეტილება საბოლოო და პარტიული, ყოველთვის იციან ჟურნალისტებმა და იცის საზოგადოებამ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"