"ვურჩევ მამუკა მდინარეძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას" - კვირის პალიტრა

"ვურჩევ მამუკა მდინარეძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას"

"მე ვურჩევ მამუკა მდინარეძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს მასზე კომენტარების გასაკეთებლად პოლიტიკური სიმწიფე არ ჰყოფნის.

"მე ვურჩევ მამუკა მდინარაძეს, ნუ გათამამდება ჩემზე კომენტარების გაკეთებისას. მდინარაძე არ არის ის პერსონა, რომელიც ჩემზე კომენტარებს უნდა აკეთებდეს. მას ამისთვის არც პოლიტიკური სიმწიფე ჰყოფნის, არც პოლიტიკური გამოცდილება, არც პოლიტიკური წონა, არც ავტორიტეტი. ამიტომ ვურჩევ სხვა რამეებით დაკავდეს და მიხედოს ფრაქციის საკითხებს. ჩემზე კომენტარებს კი თავი დაანებოს, ვურჩევ, თორემ მომიწევს შევახსენო, თავისი ადგილი სად არის", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეგახსნებთ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას პიარზე გათვლილი ქმედება უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"