პარლამენტში "ჩატებისა" და "სქრინშოტების" დიდოსტატები გვყავს - კვირის პალიტრა

პარლამენტში "ჩატებისა" და "სქრინშოტების" დიდოსტატები გვყავს

"მესიჯებით" და"ჩატებით" საუბარი ეს ჩემი სტილი არ არის", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. კითხვაზე - არსებობს თუ არა ზოგადად "ქართულ ოცნებაში" პრაქტიკა"ჩატში" დირექტივების მიღების შესახებ, დეპუტატმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

" მე პირადად არ ვსაუბრობ ჩატებზე, მესიჯებზე... ეს ჩემი სტილი არ არის. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ჩატებსა და შიდა საუბრებს გარეთ გამოიტანს. თუმცა პარლამენტში ჩატებისა და სქრინშოტების დიდოსტატები გვყავს, ვისაც ამ ფორმით შეუძლიათ საუბარი. მე ვირჩევ კომუნიკაციის ჯანსაღ ფორმებს, კონსულტაციებს და იმას, რაც მიღებულია პოლიტიკური პროცესისთვის", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ცალკეულმა წევრებმა დღეს დაადასტურეს ინფორმაცია, რომ გუშინ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტისთვის მხარის არ დაჭერის შესახებ შეხსენება საერთო "ჩატში" მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"