"დაიგეგმა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან" - კვირის პალიტრა

"დაიგეგმა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან"

ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულია გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან, - ამის შესახებ ინფორმაცია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულია გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.

თემის აქტულობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი", - ნათქვამია "ქართული ოცნების" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"