"მშვიდობის ხიდის" 8 თვით მოვლა-პატრონობა 315 647 ლარი დაჯდება
"მშვიდობის ხიდის" 8 თვით მოვლა-პატრონობა 315 647 ლარი დაჯდება
თბილისში მდებარე "მშვიდობის ხიდი“-ს მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 3 მარტს დაიწყება და 6 მარტს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 315 647 ლარია. მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2019 წლის 19 აპრილიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ძირითადი ელექტრონული და პროგრამული მოწყობილობები დამზადებულია კონკრეტულად "მშვიდობის ხიდის“ პროექტისთვის და
არ არის სერიულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათადარიგო ნაწილების მოძიება თავსებადობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბიძინა
15 მარტი 2019 02:54
რეზო ჯერ უკეთესი ააშენოს და მერე ბაზარი არ არის დაანგრიოს
რეზო
11 მარტი 2019 20:40
ხო აპირებდა ბიძინა ამ ხიდის დანგრევას? ხოდა დაენგრია და ამ ფულსაც დაზოგავდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?