სალომე ზურაბიშვილი: "აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი ამდენი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს" - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი: "აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი ამდენი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს"

ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, საზღვრის დელიმიტარიზაციის კომისიას მივცეთ მითითება, რომ განაახლოს მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლი პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს მუშაობა ბოლომდე უნდა მივიდეს და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი, ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე საზღვრის საკითხი ამდენი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო -აზერბაიჯანს შორის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მონაცემები, რომელიც დღეს არსებობს, საკმარისი არ არის, უნდა გაიზარდოს და სხვა მასშტაბები მიიღოს.

"ინტერპრესნიუსი"