"არ გამოვრიცხავ, რუსეთი გეგმავდეს საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას" - რა სცენარებს ამუშავებს პუტინის ГРУ?! - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რუსეთი გეგმავდეს საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას" - რა სცენარებს ამუშავებს პუტინის ГРУ?!

"პუტინის რეიტინგი ძალიან დაცემულია, როგორც წესი, ამის გამოსწორებას საგარეო ომებით ცდილობს"

რას გულისხმობს კარასინის მუქარა, ამ საკითხზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მუქარა იკითხებოდა არა მხოლოდ კარასინის განცხადებაში, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლაშიც საქართველოს გააქტიურების თაობაზე და მათ შესაძლო რეაგირებაზე.

ალექსი პეტრიაშვილი

ეს არის კრემლის კლასიკური რიტორიკის გაგრძელება, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებს ყველას, უპირველესად, ხელისუფლებას, მაგრამ ასევე საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური მობილიზებაც. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პიტინის რეიტინგი ახლა ძალიან დაცემულია, და როგორც წესი, პუტინი ამის გამოსწორებას საგარეო ომებით ცდილობს. ბოლო დროს განიხილება უკრაინაზე ახალი სრულმასშტაბიანი შეტევა. ლაპარაკია ბელორუსის "გადაყლაპვაზეც".

თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი გეგმავდეს საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ანაკლიის პორტსაც. რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ამაზე უკვე არაერთხელ ილაპარაკეს, შიშობენ, რომ პორტში ნატოს წევრი ქვეყნების დიდი ავიამზიდები შემოვლენ და ა.შ.

...

- კარასინმა ანალოგი გაავლო უკრაინასთან. მოსალოდნელია ჩვენთან ახალი დონბასი და ის, რაც რუსეთს 2008 წელს არ გამოუვიდა?

- კრემლში სხვადასხვა სცენარი ექნებათ და თუკი ისევ დაგვემუქრებიან ან რაღაცას მოიმოქმედებენ, ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ.

- რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს დაუჟინია, რომ ისტ-ორიულად ყაზბეგი ოსებით დასახლებული ტერიტორია იყო. ყაზბეგიდან 30-35 კილომეტრში დგას საოკუპაციო ჯარი და მან შეიძლება ნებისმიერი მიზეზი გამოიყენოს. მაგალითად, "მწვანე კაცუნების" მეშვეობით, რომლებსაც თითქოს არაფერი აკავშირებდათ რუსეთის ხელისუფლებასთან, ყირიმი დაიპყრო. ასე რომ, კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

რუსეთს აწუხებს შავ ზღვაზე ნატოსა და საქართველოს ინტენსიური თანამშრომლობა. ამიტომ არის აუცილებელი უსწრაფესი ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად