საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა - კვირის პალიტრა

საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა

საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. "ევროპულმა საქართველომ" საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი უმრავლესობის შემადგენლობიდან დუპუტატების გასვლის შედეგად დაკარგა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი ერთიანდება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20-დეპუტატისგან შემდგარი "ევროპული საქართველოს" წევრებით იყო წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ახლა უკვე გია ჟოროლიანი და მირიან წიკლაური შეემატნენ. შედეგად, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 41 დეპუტატი აღმოჩნდა.

ამდაგვარმა გადაადგილების შედეგად კი, "ევროპული საქართველოს" უმცირესობის დაშლა გამოიწვია.

შესაბამისად, უმცირესობის ლიდერის თანამდებობას კარგავს დავით ბაქრაძე. "ევროპული საქართველო" სასესიო და საკომიტეტო განხილვებისას, სიტყვით გამოსვლის იმ დამატებით შესაძლებლობას კარგავს, რაც მათ უმცირესობის დროით ჰქონდათ.

"ინტერპრესნიუსი"