"დიდი ალბათობით, "თიბისი ბანკზე" კიბერშეტევა ორგანიზებული იყო თავად გახარიას მხრიდან" - კვირის პალიტრა

"დიდი ალბათობით, "თიბისი ბანკზე" კიბერშეტევა ორგანიზებული იყო თავად გახარიას მხრიდან"

"ისევე როგორც მუქარის წერილი, დიდი ალბათობით, "თიბისი ბანკზე"კიბერშეტევა ასევე ორგანიზებული იყო, სავარაუდოდ, თავად გახარიას მხრიდან,"– ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მარტივად დადგინდებოდა, საიდან განხორციელდა ეს შეტევა, ვინაიდან მამუკა ხაზარაძემ იცის მისამართი და კონკრეტული კომპიუტერი.

"ისევე როგორც მუქარის წერილი, რომელიც ბატონი გახარიასგან იყო, დიდი ალბათობით, "თიბისი ბანკზე"კიბერშეტევა ასევე ორგანიზებული იყო ხელისუფლების და სავარაუდოდ, თავად გახარიას მხრიდან. ეს არ დაუზუსტებია ბატონ ხაზარაძეს, თუმცა მას აქვს კონკრეტული მისამართი, კონკრეტული კომპიუტერი, საიდანაც ეს კიბერშეტევა განხორციელდა და პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ კიბერშეტევის ავტორის პოვნა იქნებოდა უმარტივესი, მაგრამ მაშინ, როდესაც თავად შს მინისტრია დამნაშავე და ემუქრება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, ასეთი გამოძიების იმედი არ შეიძლება გვქონდეს,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატი ასევე, გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას მუქარის წერილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს წერილი სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვას შეეხებოდა.

"ბატონმა ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუქარის წერილი გახარიასგან მიიღო ზუსტად მეორე ტურის წინ. ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ სწორედ გახარია იყო ამ შანტაჟის და მუქარის ავტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მუქარის, რომელმაც სამეგრელოში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება იმ წერილით, რაზეც ბატონმა მამუკამ ისაუბრა. სავარაუდოდ, მოთხოვნა იყო სწორედ ის, რომ ამ უკანონობაში (ამომრჩევლის მოსყიდვაში) მიეღო მონაწილეობა ხაზარაძეს და სავარაუდოდ, ამაზე უარის გამო დაიწყო ის სისხლისსამართლებრივი დევნა, რისი მსხვერპლიც არის დღეს ეს ორი ადამიანი,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"