"მხოლოდ საზოგადოებამ კი არ უნდა დაიცვას მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმაც უნდა დაიცვას" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ საზოგადოებამ კი არ უნდა დაიცვას მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმაც უნდა დაიცვას"

მინდა ბიზნესსს ვუთხრა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დავუშვით მდუმარებით", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძე, საზოგადოებასთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმაც დაიცვან და მათ კონფორმიზმიდან გამოსვლას ურჩევს. ექსპერტი გადაცემაში საუბრისას ყოფილ ხელისუფებასა და "ქართულ ოცნებას" შორის პარლელებს ავლებს და აღნიშნავს, რომ ხაზარაძის შემდეგ, ზეწოლა შესაძლოა ნებისმიერმა ბიზნესმენზე განხორციელდეს.

"მინდა ბიზნესს ვუთხრა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა რომელიც ბადრი პატარკაციშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დავუშვით მდუმარებით. მხოლოდ საზოგადოებამ კი არ უნდა დაიცვას მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმაც უნდა დაიცვას, რადგან მათაც მიუკაკუნებენ. ბიზნესმენებმა უნდა გაიაზრონ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც კონფორმიზმი მათ ვერ გადაარჩენს",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"