"გახარია ამ ხელისუფლებაში ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანია და ..." - რას აცხადებს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"გახარია ამ ხელისუფლებაში ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანია და ..." - რას აცხადებს გია ხუხაშვილი

დღეს გახარიაზე წარმოდგენა რომ შეგვეცვალა წარმოიდგინეთ სხვები საერთოდ ვინ არიან და რა დღეში არიან - ეს არის ძალიან სერიოზული დრამა!“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის გადაცემაში ‘360 გრადუსი“ ექპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, გახარიას მიერ გაკეთებული კომენტარი არადამაჯერებელი და უცნაური იყო. ექსპერტი გადაცემაში საუბრისას, მინისტრის ემოციურობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევებში გახარიას ემოციების კონტროლი გამოსდიოდა.

„გახარია ამ ხელისუფლებაში ყველაზე საღად მოაზროვნე ადამიანია და თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება, ეს გახარიაა. დღეს გახარიაზე წარმოდგენა, რომ შეგვეცვალა წარმოიდგინეთ სხვები საერთოდ ვინ არიან და რა დღეში არიან - ეს არის ძალიან სერიოზული დრამა! გახარიას პასუხის წყობა, ძალიან უცნაური და ყალბი იყო. მან თავდაპირველად საუბარი დაიწყო მშენებლობაზე, ანუ ვიღაცამ ურჩა რომ ჯერ ეს საკითხი დააყენე, რომ ვითომ ეს მეორეხარისხოვანი თემაა. ეტყობა ვიღაც ძალიან ჭკვიანი მრჩეველი ჰყავს, ვინ ურჩია ასე მოიქეციო, რადგან მისთვის ეს არ იყო დამახასიათებელი. მისი მხრიდან სწორი პასუხცი იქნებოდა, რომ ეთქვა იყო რაღაც წერილი, მაგრამ მუქარა არის მისი ინტერპრეტაცია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრ გია გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"