ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება? - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს.

"ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართულ ოცნებაში პოლიტიკურ მდივნად ბრუნდებაოო, ხოდა გამარჯობა, მტერო. ზოგიერთებს 112 უნდა, ამაღამ არ გლიჯოთ გულმა. ხომ ვთქვი, დაბრუნდება-თქო," - წერს ჯღარკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა. ბოლო ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ გასულ წელს გავრცელდა, ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.