"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება

"ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი "ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად ბრუნდება, რასთან დაკავშირებითაც განცხადება, სავარაუდოდ, სწორედ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა ამ დრომდე გია ვოლსკის უკავია.