"ვერც კი გიმეტებ ამ ომისთვის... გამარჯვება შენ და საქართველოს!" - ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას უკვე ულოცავენ - კვირის პალიტრა

"ვერც კი გიმეტებ ამ ომისთვის... გამარჯვება შენ და საქართველოს!" - ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას უკვე ულოცავენ

4 მარტს საღამოს, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა. 5 მარტს გაირკვეა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავდა, ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილიც.

ჩვენი ინფორმაციით, თავის დროზე პრემიერობიდან და პოლიტიკიდან მოულოდნელად წასული ღარიბაშვილი პოლიტიკაში მართლაც დაბრუნდა. მას ახლობლები "ფეისბუკზე" დაბრუნებას უკვე ულოცავენ. როგორც ირკვევა, ის პარტიაში პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ადვოკატი ლილიკო გელაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის სიმამრს იცავდა და ბოლომდე იბრძოდა მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, "ფეისბუკზე" წერს:

"2012 წელზე მძიმე ბრძოლაა წინ! ვერც კი გიმეტებ ამ ომისთვის... გამარჯვება შენ და საქართველოს!!!"

კიდევ ერთი "ფეისბუკმომხმარებელი" მაია მანგოშვილი კი წერს: "არც მე მემეტება ამ რთული ბრძოლისთვის, იმდენად წესიერი და პატიოსანია... აღიარეს რომ უძლიერესი ადამიანი დათმეს ხომ თავის დროზე".

იხილეთ ასევე: "ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“