"ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“ - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

ამასთან, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.

"ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“, - განაცხადა კახა კალაძე.

იხილეთ ასევ: "ვერც კი გიმეტებ ამ ომისთვის... გამარჯვება შენ და საქართველოს!" - ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას უკვე ულოცავენ