"კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა" - რა განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ? - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა" - რა განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ?

კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურა, - ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი, წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე. ყველაფერი გითხარით. რისი თქმაც არ მინდა, ვერ მათქმევინებთ, დანარჩენზე მიმართეთ პროკურატურას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, მან აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში, დაკითხვაზე განაცხადა, თუმცა საგამოძიებო ორგანომ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო