სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს ხვალ პირველად მიმართავს - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს ხვალ პირველად მიმართავს

პრეზიდენტი ხვალ, 6 მარტს, პარლამენტის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა შემდეგი პროცედურით გაგრძელდება: თავდაპირველად 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. პარლამენტში ამჟამად ასეთი ორი ფრაქციაა: “ნაციონალური მოძრაობა“ და “საქართველოს პატრიოტები“, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალინდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვდეს.

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. სალომე ზურაბიშვილის დასკვინითი სიტყვის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

"ინტერპრესნიუსი"