სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პირველი ანგარიშით გამოდის - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პირველი ანგარიშით გამოდის

პარლამენტში სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი საკუთარ მოხსენებაში ყველა აქტუალურ საშინაო და საგარეო საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში მივიდნენ უმაღლესი სასულიერო პირებიც.

პოლიტიკური ბოიკოტის გამო პლენარულ სხდომას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“. სხდომა დატოვეს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმაც.

"ინტერპრესნიუსი"