ტოვებს თუ არა გიორგი ქობულია თანამდებობას? - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

ტოვებს თუ არა გიორგი ქობულია თანამდებობას? - რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საკადრო ცვლილებებს და მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუშაობას აგრძელებს.

„როგორც ხედავთ აქ ვარ, მუშაობას ვაგრძელებ. მე ამ ქვეყნის საქმეს ვემსახურები. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს, ზუსტად იმ ხალხს, ვინც ამ ჭორებს ყრის. მე სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამდე, ვიდრე აქ ვარ“, - განაცხადა ქობულიამ.

"ინტერპრესნიუსი"