"თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარული?" - როგორ მიმართა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს - კვირის პალიტრა

"თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარული?" - როგორ მიმართა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს

რამდენიმე დღის წინ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში თქვა, რომ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველო" გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს.

"მე მესმის, რომ უამრავი კითხვაა დაგროვილი, მით უმეტეს ბოლო კვირებში. მინდა ვთქვა, რომ ყველა ფორმატში, პროკურატურა იქნება თუ პარლამენტი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებსა და იმ შეფასებებზე, რომელიც მე მაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან და ერთ-ერთ ჟურნალისტს ასე მიმართა "თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარული?".