"ტვ პირველის" დამფუძნებელი, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"ტვ პირველის" დამფუძნებელი, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც წერეთელი აცხადებს, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპიდრნენ, მისი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.

"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ "ტვ პირველი" მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების
დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით", - აცხადებს ვახტანგ წერეთელი და იქვე აღნიშნავს: "ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?