როგორ შეიცვალა ივანიშვილის პოზიცია "ფორბსის" რეიტინგში და რამდენ მილიარდ დოლარად არის შეფასებული მისი ქონება - კვირის პალიტრა

როგორ შეიცვალა ივანიშვილის პოზიცია "ფორბსის" რეიტინგში და რამდენ მილიარდ დოლარად არის შეფასებული მისი ქონება

ჟურნალ "ფორბსის" 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, იგი 365-ე ადგილზეა მსოფლიოს მილიარდერებს შორის. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 300 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ "ფორბსის" რეიტინგში 456-ე ადგილი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" 2019 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე 131 მილიარდი აშშ დოლარით კომპანია "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.

"ინტერპრესნიუსი"