პუტინი ბიბილოვს: "ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ"
პუტინი ბიბილოვს: "ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ"
ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის დროს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. უეჭველია, რომ ამგვარი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ "სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება".

"როგორც შევთანხმდით, ჩვენ გავაგზავნით დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ
ყველაფერს გააკეთებთ, რათა საპარლამენტო არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიაროს", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?