ლინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტს "ტვიტერზე" ქართულ ენაზე გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

ლინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტს "ტვიტერზე" ქართულ ენაზე გამოეხმაურა

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტს ქართულ ენაზე გამოეხმაურა.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე", - დაწერა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.

"ინტერპრესნიუსი"