"ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამწარებულ მეწარმეებს" - კვირის პალიტრა

"ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამწარებულ მეწარმეებს"

ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამწარებულ მეწარმეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბიზნესზე ზეწოლას რაც შეეხება და იმ ბრალდებებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და პლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი, მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა "ნაციონალური მოძრაობისგან" გამწარებულ მეწარმეებს, რომ აღედგინათ თავისი უფლებები, ამას აკეთებდა 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის მასტიმულირებელია იმ ფაქტის, რომ ვიფიქრო - როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე, ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა ახლა. გიორგიც და სხვა ნებისმიერი მთავრობის წევრიც გასცემს ნებისმიერ კითხვას პასუხს. ყველა კითხვას სჭირდება პასუხები, როცა ისინი არსებობს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"