"ოპოზიციას წაერთვა შესაძლებლობა, სალომე ზურაბიშვილის რუსულ ორიენტაციაზე ილაპარაკოს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას წაერთვა შესაძლებლობა, სალომე ზურაბიშვილის რუსულ ორიენტაციაზე ილაპარაკოს"

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში დაასრულა. ქალბატონი პრეზიდენტი მომავალ კვირას, სავარაუდოდ, სომხეთს ეწვევა.

სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას აზერბაიჯანს სტუმრობდა, იქამდე კი ევროპული ვოიაჟი ჰქონდა საფრანგეთსა და გერმანიაში. პირველ პირებთან შეხვედრისა და მოლპარაკებების გარდა, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ქვეყნებში მცოხვრებ ქართველებსაც შეხვდა.

ქვეყნის პირველი პირის ვიზიტები "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ შეაფასა.

- ის ახლა შეუდგა საქმიანობას და რთულია ილაპარაკო იმაზე, რა შედეგი ექნება მის პრეზიდენტობას. პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ბევრი არაფერი ეკითხება და ჯერჯერობით არც აქტიურობს. თუმცა ველი, რომ განცხადებებით ნელ-ნელა ჩაერევა საშინაო პროცესებშიც. ვიზიტები კი მართლაც წარმატებული იყო. ვფიქრობ, ოპოზიციას ნამდვილად წაერთვა შესაძლებლობა, რომ სალომე ზურაბიშვილის რუსულ ორიენტაციაზე ილაპარაკოს. არა მხოლოდ მისმა განცხადებებმა, არამედ თავდაცვითი სისტემების მოწოდებასა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე მაკრონთან გამართულმა მოლაპარაკებებმაც ცხადყო, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკა რუსეთის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ბევრისმთქმელი იყო მისი შეხვედრა გერმანიის კანცლერთანაც. საინტერესო საკითხები წამოჭრა ალიევთან შეხვედრაზეც, მათ შორის საზღვრის დელეგიტიმიზაციის თაობაზე. (იხილეთ სრულად)