"მე არავისთვის არაფერი მითხოვია, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა" - კვირის პალიტრა

"მე არავისთვის არაფერი მითხოვია, თვითონ ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა"

ყოფილი დეპუტატი, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმედები მხოლოდ ამომრჩეველს კი არა საკუთარი გუნდის წევრებსაც გაუცრუა. "ჩვენ ველოდით, რომ აღდგებოდა სამართლიანობა, გაუმჯობესდებოდა სოციალური მდგომარეობა, ქვეყანა წინ წავიდოდა... დღეს რა ხდება? დამნაშავეები თანამდებობებზე ინიშნებიან, ხალხი ყოველდღე ღარიბდება, ქვეყანა აღარ ვითარდება",- ამბობს ჯაჭვლიანი. დავინტერესდით ხომ არ აპირებს ის

პოლიტიკაში დაბრუნებას და ე.წ. ამბოხებულებთან თანამშრომლობას?

სოსო ჯაჭვლიანი:

- "ამბოხებულებმა" თავიანთ საქმეს თავად მიხედონ. როდესაც პარლამენტში ვიყავი და ჩემს მწვავე პოზიციებს ვაფიქსირებდი, ცინიკურად მიყურებდნენ. ვიღაცებს ისიც არ მოსწონდათ, დეპუტატი რომ ვიყავი. არადა, მე არავისთვის არაფერი მითხოვია. ბიძინა ივანიშვილმა დაგვიძახა მე, ლუკა კურტანიძეს და ნონა გაფრინდაშვილს. მაშინ ბევრს ეშინოდა ივანიშვილის გვერდზე დადგომა, ბევრი ერიდებოდა. ჩვენ არაფერს მოვრიდებივართ, როგორც კი გვითხრა, თუ სააკაშვილის რეჟიმი არ მოგწონთ, მოდით, ერთად შევცვალოთო, მაშინვე გვერდში დავდექით. რაც ჩვენ გადავიტანეთ ხალხმა ბევრი რამ არ იცის.

- მაინც რა არ იცის?

- მაგალითად არ იციან, როგორ ატარებდნენ სააკაშვილის სპეცრაზმელები ჩემს აგარაკზე სპეცოპერაციას. 26 მაისი და 7 ნოემბერი ჩვენს ზურგზე გადავიტანეთ. რამე რომ მომხდარიყო, ახლა დიდი ხნის დავიწყებული ვეყოლებოდით "ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებს ახლა რომ არიან პარლამენტში. მოდით ჟურნალისტები ჩემს სახლში, აგარაკზე და ნახეთ, შეამოწმეთ რა ქონება მქონდა დეპუტატობამდე, დეპუტატობის დროს და მას მერე. პოლიტიკაში პირადი ინტერესებისთვის არასდროს ვყოფილვარ. არც ახლა ვაპირებ, სადაც ხალხს დავჭირდები იქ დავდგები. იხილეთ სრულად