როგორი ამინდი იქნება 11 მარტს საქართველოში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება 11 მარტს საქართველოში

დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებსა და ბარში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 15-20 გრადუსს მიაღწევს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუხადეს.

მათივე ინფორმაციით, 11 მარტს, დღის პირველ ნახევარსა და ღამით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი ნავარაუდევია თოვლი. ჰაერი 13-18 გრადუსის ფარგლებში გათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე წვიმა და ღამით, მაღალ მთაში თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, დღისა და ღამის საათებში, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან კი 17/22 მ/წმ-მდე გაძლიერდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 15-20 შენარჩუნდება.

11 მარტს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. დედაქალაქში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება.

"ინტერპრესნიუსი"