"ცაიტნოტშია საქართველო, ვადამდელი არჩევნებია საჭირო, კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"ცაიტნოტშია საქართველო, ვადამდელი არჩევნებია საჭირო, კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა"

ცაიტნოტშია საქართველო, ვადამდელი არჩევნებია საჭირო, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა რუსული კორუფციული მართვის სტილით იმართება და „ეს უნდა დასრულდეს“.

„კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცამ მოთაგა, დაიბევა. მიწებია გაყიდული ისე, რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული, ან გაუქმებულია საქართველოს მიწ-აწყალი. საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს, ეს გახლავთ რუსული კორუფციული მართვის სტილი , შემოგვეპარაა?! -დიახ, მე პირადად შემომეპარა 2012 წელს რუსულ- კორუფციული მართვის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში. ჩემი სამშობლო უნდა მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს. ჩვენ ვუყურებთ, ახალგაზრდები როგორ რჩებიან უმუშევრები , უქონელნი, გაუნათლებლები. ვიღაცა ჩვენ ბიუჯეტს ჭამს , მერე გამოდიან და გვესაუბრებიან, რომ 700 მილიონია გატანილი ბიუჯეტიდან, მილიარდ ნახევარია ინფრასტრუქტურიდან წაღებული. მე ამას ვამბობ იქიდან, რაც გაჟღერდა პრესკონფერენციაზე , თავად პარტიის ხელმძღვანელისგან, ჩემთვის კი არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის მიერ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა