"ქართული ოცნება" პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, ლადო კახაძის კანდიდატურას წარადგენს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, ლადო კახაძის კანდიდატურას წარადგენს

"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის ამომრჩეველს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურა შესთავაზოს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ვისაც სახელისუფლო პარტია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარსადგენად განიხილავს, ლადო კახაძეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება.

იხილეთ ასევე: ლადო კახაძე: "პირველად რომ დავინახე, დავმალე, რომ მომეწონა, 7 წლის შემდეგ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. ჩემთვის რუსუდანია დიდი ფარი"

"ინტერპრესნიუსი"