"იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც" - კვირის პალიტრა

"იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც"

იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც, - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა მისი გადადგომის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო კახა კახიშვილმა ჩაიბაროს. თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედვად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას, ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იქნება, ვინაიდან მისი შეფასებით, მმართველი პარტია სიკეთისკენ მიმართული ძალაა.

"სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები "ქართული ოცნების" ამომრჩეველი. ჩემი არჩევანი არ არის ზედაპირული, მე მჯერა ამ გუნდის, რომელიც შეიძლება გადახალისდა, ახალი სისხლი შემოუერთდა, ზოგი ერთმანეთს აკრიტიკებს შიგნით ან არ აკრიტიკებს, მაგრამ ეს არის ძალა, რომელიც სიკეთისკენ არის მიმართული. მე ამათ მხარეს ვიქნები ყოველთვის, მექნება თუ არა თანამდებობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი ვიხილოთ, წულუკიანი პასუხობს: "რატომაც არა, შეიძლება იყო კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც".

იხილეთ ასევე: "ამაზე ვისაუბრებ მაშინ, როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ "კოსას" - რას ამბობს თეა წულუკიანი შესაძლო გადადგომის მიზეზზე

"ინტერპრესნიუსი"