"წულუკიანის მოშორება იოლი არ არის, ის არის "ოცნების" ცოცხალი მემატიანე, მათ შორის "შავი საქმეებისაც"
"წულუკიანის მოშორება იოლი არ არის, ის არის "ოცნების" ცოცხალი მემატიანე, მათ შორის "შავი საქმეებისაც"
"მან ძალიან ბევრი რამე იცის, მაგალითად, ეცოდინება რა პრეტენზიები იყო თავის დროზე ირაკლი ალასანიასთან ან როგორ დაუახლოვდნენ "ოცნებას" მურუსიძე-ჩინჩალაძე..." - რატომ გადაიფიქრა წულუკიანმა თანამდებობიდან წასვლა?

"ოცნების" მთავრობის უცვლელი მინისტრი თეა წულუკიანი პოსტს კიდევ ერთხელ ინარჩუნებს. როგორც ამბობენ, ამჯერად მისი მინისტრთა კაბინეტიდან გასტუმრება კიდევ ერთხელ სცადეს "ქართული ოცნების" "ბოსებმა", მაგრამ ამაოდ... ორიოდე დღის წინ ისეთი განცახდება გააკეთა, თითქოს გადადგომას საკუთარი სურვილით აპირებდა, მის განცხადებაში აშკარად ჩანდა უკმაყოფილების და შეფარული მუქარის ქვეტექსტიც....
მაგრამ მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ მან წასვლა გადაიფიქრა.

"პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას",- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებას წინ უსწრებდა წულუკიანის კიდევ ერთი განცხადება,
რომლითაც თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავდა.
მანამდე წულუკიანი აღიარებდა, რომ გუნდის წვერებსა და მას შორის იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა კონკრეტულად რა, ამაზე მხოლოდ ის თქვა, რომ ამაზე შეიძლება სიბერეში ისაუბროს.

"როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ "კოსას", შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომ არ გამოსულიყო გარეთ", - აღნიშნა წულუკიანმა.

საინტერესოა, როგორ ახერხებს წულუკიანი ბოლო 7 წლის მანძილზე შეუცვლელი იყოს, მაშინ როცა მის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში და არასამთავრობო სექტორში პროტესტის ტალღა აგორდა, მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო.
თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი
კულუარული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორი გადადგა, თბილისი საპროტესტო მუხტმა მოიცვა, გამწვავდა კითხვები წულუკიანის და მისი დაქვემდებარებული უწყებების მიმართ, იუსტიციის მინისტრის მიმართ უკმაყოფილება "ოცნების" შიგნითაც გაჩნდა. თუმცა, წულუკიანი მთავრობას "გუნდის ჩაძირვით" ემუქრება და კულუარული ინფორმაცით აშანტაჟებს კიდეც.

თუმცა რით შეიძლება წულუკიანი აშანტაჟებდეს მთავრობას უცნობია, მაგრამ ის, რომ შეიძლება მას ჰქონდეს "ოცნების" წევრებზე კომპრომატები, ამაში პოლიტოლოგების ნაწილს ეჭვი არ ეპარებათ.

"წულუკიანი წავა თუ მოვა ამისთვის არავის არ ცხელა და არ ცივა. მმართველობითი სისტემა არის კრიზისში. წავა თუ დარჩება ის ამით არაფერს ცვლის. პრობლემა უფრო დიდია ვიდრე წულუკიანი. მმართველობითი სისტემა ღრმა კრიზისშია, წულუკიანი ბოლომდე დარჩება თუ გადახტება, მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად მთლიანად ხელისუფლება არის კომპრომატი, ვინ ვისზე რა იცის, ეს მეორეხარისხოვანია", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, კი "წულუკიანი "ოცნების" შავი საქმეების ცოცხალი მემატიანეა", ამიტომ "ოცნების" წევრები მას კბილებით იცავენ. მისი აზრით, წულუკიანს ეცოდინება თუნდაც ის, თუ რატომ იყო ივანიშვილი ირაკლი ალასანიაზე უკმაყოფილო.
ირაკლი ალასანია
"თეა წულუკიანის განცხადება, რომ არსად არ აპირებს წასვლას, ვუკავშირებ გუშინდელ სოზარ სუბარის განცხადებას. მან 100%-იანი კატეგორიულობით განაცხადა, რომ არჩევნებამდე არავითარი ცვლილებები არ იქნება. რასაკვირველია, ეს სუბარის აზრი არ არის, როგორც ჩანს, ზემოდან მოვიდა დირექტივა, რომ ამ მინისტრთა კაბინეტმა "ოცნება" უნდა მიიყვანოს არჩევნებამდე.

ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ მართლა ევროპულ ქვეყანაში, რასაკვირველია, წულუკიანის გადადგომა ეჭვქვეშ არც დადგებოდა. 7 წელი სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებით მიდის რეფორმების პირველი ტალღა, მეორე ტალღა, ცუნამი და ყოველივე ამის შემდეგ კი პარლამენტი ამდენი ხნის მერე იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობას. ეს იმას ნიშნავს, რომ 7 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ და პარლამენტმა ისიც კი არ იცოდა როგორი უნდა იყვნენ მოსამართლეები. აი, ეს არის რეფორმის კრახი. გამოდის, რომ 7 წელი არაფერი გაკეთებულა.

თეა წულუკიანის მოშორება იოლი არ არის სხვადასხვა მიზეზების გამო. იგი არის "ქართული ოცნების" ცოცხალი მემატიანე, მათ შორის შავი საქმეებისაც. მან ძალიან ბევრი რამე იცის, მაგალითად, ეცოდინება რა პრეტენზიები იყო თავის დროზე ირაკლი ალასანიასთან ან როგორ დაუახლოვდნენ "ოცნებას" მურისიძე-ჩინჩალაძე..." - გვითხრა ცინცაძემ.

"პარტიებს შორის წულუკიანზე ატეხილი ჭიდაობის ფონზე, მისი ჩანაცვლება საეჭვოა, - ეს განცხადება კი პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გააკეთა.

"რაღა ფოფხაძის წასვლა-დაბრუნება და რაღა - წულუკიანის. წულუკიანის წასვლის თემა პერიოდულად ამოდის ხოლმე ქართულ მედიაში და მერე ჩაქრება. სიმართლე გითხრათ, ახლა რატომ ამოტივტივდა, მკაფიო არ არის, დავუშვათ, თითქოს მოსამართლეების თემას უკავშირდება და ა.შ., მაგრამ მითუმეტეს იმ მინისტრის შეცვლა, რომელზეც ასეთი ჭიდაობაა პარტიებს შორის ატეხილი, საეჭვოა", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ის ასევე შეეხო "ოცნების" მთავარობაში აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევ მიზეზებს და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს მოსამართლეების სიას უკავშირდებოდეს.

"ძალიან რთული იქნება თქმა, რას უკავშირდებოდა აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი ყურადღება უბრალოდ მიიქცია ერთმა ფრაგმენტმა მედიაში - გავრცელდა ვერსია, რომ მოსამართლეების საქმის, ბესელიას ჯგუფის პროტესტების უკან წულუკიანი იდგა. ეს ვერსია გავრცელდა და ვიცით, რომ რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ. შეიძლება, ამის გამო მომხდარიყო იმის ანალოგიური, რაც მოხდა "ქართული ოცნების" ჯგუფში, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიებია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა.

შეგახსენებთ,  2018 წლის ივ­ნის­ში, როდესაც სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის მოხდა, „ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი არ მა­ლავ­დნენ, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და. თუმ­ცა, წუ­ლუ­კი­ა­ნი დარ­ჩა, რა­საც წინ უძღო­და მისი მეტად საინტერესო გან­ცხა­დე­ბა:

„ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თუ არ ვიქ­ნე­ბი, მე ვიქ­ნე­ბი გა­რეთ, მე მექ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ში, ჩემს გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში... მე, პი­რი­ქით, გა­რეთ უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი, მოქ­მე­დი პირი ვიქ­ნე­ბი, უფრო ძლი­ე­რი, რად­გან სტა­ტუ­სი არ მექ­ნე­ბა და კი­დევ უფრო შემ­ტე­ვი, რად­გან მე ვფიქ­რობ, რომ ამ ქვე­ყა­ნას უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია სჭირ­დე­ბა".

აქედანაც ჩანს, რომ მან ერთხელ უკვე მოახერხა "ქართული ოცნების" დაშანტაჟება, სავარაუდოდ, ეს გამოუვიდა მეორედაც...
ის კვლავაც რჩება "ოცნების" ხელისუფების შეუცვლელ "დივად", საინტერესოა, როდემდე?!

(სპეციალურად საიტისთვის)

სოს
13 მარტი 2019 21:43
ბათუმში მოსწავლეთა პარკში ატრაქციონის ბილეთის ფასი 3 ლარია. სასწრაფოდ მერიამ დაადგინოს მინიმალური ფასი 0,50 ლარი. ეს ადგილი ბავშვებისაა და არა ფულის საკეთებელი ადგილი. არ დაბლოკოთ.
simon
13 მარტი 2019 13:17
დავიღალეთ ამდენი შეთქმულების თეორიით და ამდენნაირი „კომპეტენტური" მოსაზრებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?