სამადაშვილი ციხელაშვილს: "თქვენს უწყებას სტატისტიკის წარმოება მაინც თუ შეუძლია, რამდენ ადამიანს იტაცებენ და რამდენის უფლებები ირღვევა რუსეთის მხრიდან?"
სამადაშვილი ციხელაშვილს: "თქვენს უწყებას სტატისტიკის წარმოება მაინც თუ შეუძლია, რამდენ ადამიანს იტაცებენ და რამდენის უფლებები ირღვევა რუსეთის მხრიდან?"
თქვენს უწყებას საერთოდ სტატისტიკის წარმოება მაინც თუ შეუძლია, რამდენ ადამიანს იტაცებენ და რამდენი მათგანის უფლებები ირღვევა რუსეთის მხრიდან? - ამ კითხვით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მიმართა.

ციხელაშვილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, სადაც მინისტრი ე.წ. საზღვრისპირა და გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს. როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ირაკლი კვარაცხელია მსხვერპლია როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, ასევე მსხვერპლია
"ქართული ოცნების" იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში ატარებს.

"ქალბატონო ქეთევან, ირაკლი კვარაცხელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია, მაგრამ ის არანაკლებ მსხვერპლია იმ პოლიტიკის, რომელსაც თქვენი ხელისუფლება მეშვიდე წელია რუსეთთან მიმართებაში ატარებს. რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა არც ერთ მკვლელობაზე დღემდე.
სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობები გრძელდება.

სტატისტიკა, რომელსაც თქვენ აქვეყნებთ, ძალიან განსხვავდება იმ სტატისტიკისგან, რომელსაც რუსეთი აქვეყნებს. მაგალითად, 2016 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ 3 000 ადამიანი იქნა დაკავებული, თქვენი სტატისტიკის თანახმად - 193, 2017 წელს რუსეთის სტატისტიკით დაკავებული იქნა 1 000 ადამიანი, თქვენი სტატისტიკით - 52. ვიცით მაინც რამდენ მოქალაქეს აკავებენ და რამდენი მათგანის უფლებები ირღვევა რუსეთის მხრიდან? სტატისტიკა მაინც თუ შეგიძლიათ რომ აწარმოოთ?" - მიმართა სამადაშვილმა ციხელაშვილს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა