"ბოლოს და ბოლოს, მივდივართ იქამდე, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები აკრიტიკებენ დონალდ ტრამპს"
"ბოლოს და ბოლოს, მივდივართ იქამდე, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები აკრიტიკებენ დონალდ ტრამპს"
არ მიკვირს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს ჰგონიათ, სახელმწიფო დეპარტამენტს გუგლი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა,

ანა დოლიძე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დასვამენ საკითხს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მიეწოდოს. ამასთან, ანა დოლიძე იზიარებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ნახსენებ ხარვეზებს

"მოსამართლე წევრებს ჰგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს
გუგლზე წვდომა არ აქვს და არ შეუძლია თვითონ მოიპოვოს ყველა ის წყარო, რომელიც საქართველოში საჯარო სივრცეშია. მ
ართლა ასე ჰგონიათ და არც მიკვირს. თვითონ ძალიან მოწყვეტილები არიან რეალურ გამოწვევებს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებაშია. აქედან გამომდინარე, სხვებზეც, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტზეც თვლიან, რომ იქ არ არის ინტერნეტი და არ შეიძლება მოიძებნოს ყველა ის კვლევა, რომელიც სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით არსებობს. რა წყაროებიც არის ნახსენები ამ ანგარიშში, რა თქმა უნდა, არის ის წყაროები, რომელიც დეპარტამენტმა გადასაწყვეტია, ახსენოს - და ეს არა იმიტომ, რომ ინტერნეტში ვერ მოიძია სხვა კვლევა, მათ შორის, The Heritage Foundation, რომელიც ვაშინგტონშია. ბოლოს და ბოლოს, მივდივართ იქამდე, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები აკრიტიკებენ დონალდ ტრამპს. ხვალ ალბათ, რომის პაპს და გაეროს გენერალურ მდივანს გააკრიტიკებენ. საერთოდ, საერთაშორისო მასშტაბით აიყვანენ სირცხვილს, რომელიც ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას სჭირს პოლიტიკაზე კომენტარის გამკეთებელი მოსამართლეების სახით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დასვამენ საკითხს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მიეწოდოს. მეთოფიშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემის ხარვეზებზეა საუბარი. საბჭოს მოსამართლე წევრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია ისეთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მასალები, როგორიც არის "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სხვა ორგანიზაციები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
დღის კითხვადი სტატიები