სოფელ ხურვალეთის განაპირას, შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ
სოფელ ხურვალეთის განაპირას, შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ
სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია.

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში
დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სოფელ ძუკაანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც სამეთვალყურეო კოშკურაა განთავსებული, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს რამდენიმე წლის განმავლობაში საგუშაგო ჰქონდათ მოწყობილი, სამეთვალყურეო კოშკი კი, მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაამონტაჟეს.

სოფელ ხურვალეთის განაპირას შეიარაღებული ნიღბიანი პირების გამოჩენის
ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები