"მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება" - როგორ ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საელჩო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას - კვირის პალიტრა

"მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება" - როგორ ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საელჩო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას

დიდი ბრიტანეთის საელჩო ოკუპირებულ გალის რაიონის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ვწუხვართ, აფხაზეთში, რუსულ ობიექტზე დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების არშეშვება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"