"დაცვის პოლიციაში, ბოდიში და ყარაულად ადამიანის დაყენება არ უნდა იყოს სახელმწიფოს თვითმიზანი" - კვირის პალიტრა

"დაცვის პოლიციაში, ბოდიში და ყარაულად ადამიანის დაყენება არ უნდა იყოს სახელმწიფოს თვითმიზანი"

ჩვენ მხარს ვუჭერთ პროფესიული ჯარის არსებობას და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელიც ფორმალობად არის ქცეული,-ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა  "ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

"დაცვის პოლიციაში, ბოდიში და ყარაულად ადამიანის დაყენება არ უნდა იყოს სახელმწიფოს თვითმიზანი. ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიულად გაწვრთნილი , მაღალკვალიფიციური ჯარი , რომელიც მზად არის დაიცვას სახელმწიფო ინტერესები",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ

პარლამენტის ბიუროს 18 მარტს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

"ინტერპრესნიუსი"