"მიმდინარეობს ვაჭრობა" - რით აშანტაჟებს წულუკიანი "ოცნების" ლიდერებს?
"მიმდინარეობს ვაჭრობა" - რით აშანტაჟებს წულუკიანი "ოცნების" ლიდერებს?
"იმაზე, რაც სასამართლოში ხდება, წულუკიანმა ბევრი რამ იცის"

წულუკიანი პოსტს კიდევ ერთხელ ინარჩუნებს. კულუარული ინფორმაციით, "ოცნების" მთავრობის უცვლელი მინისტრის კაბინეტიდან გასტუმრება კიდევ ერთხელ სცადეს პარტიის "ბოსებმა", მაგრამ ამაოდ... ცოტა ხნის წინ ისეთი განცხადება გააკეთა, თითქოს გადადგომას საკუთარი სურვილით აპირებდა, თუმცა მის განცხადებაში აშკარად ჩანდა უკმაყოფილება და შეფარული მუქარა... მაგრამ მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ მან წასვლა გადაიფიქრა. "პოზიციები შეჯერებულია და თემა ამოწურულია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი
პოზიციის პირობებში მუშაობას"
, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადებამდე წულუკიანი აღიარებდა, რომ გუნდის წევრებსა და მას შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა კონკრეტულად მხოლოდ ის თქვა, რომ ამაზე შეიძლება სიბერეში ილაპარაკოს.
საინტერესოა, როგორ ახერხებს წულუკიანი, ბოლო შვიდი წლის მანძილზე შეუცვლელი იყოს, მაშინ, როცა დაშვებული
შეცდომების გამო მის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილსა და არასამთავრობო სექტორში პროტესტის ტალღა აგორდა.

იუსტიციის მინისტრით უკმაყოფილება "ოცნების" შიგნითაც გაჩნდა, თუმცა...

როგორ ინარჩუნებს თეა წულუკიანი თანამდებობას და აშანტაჟებს თუ არა იგი ქვეყნის პირველ პირებს? "კვირის პალიტრა" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან

- წულუკიანის ქმედება იყო შანტაჟი. როგორც ჩანს, ის აწარმოებდა რაღაც მოლაპარაკებებს, მერე გამოვიდა გარეთ, ამ განცხადებით დააშანტაჟა ბიძინა ივანიშვილი და მიიღო, რაც უნდოდა. ეს აღარ არის იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკა, ეს არის შანტაჟით მიღწეული პატარ-პატარა გამარჯვებები. თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დაწერილმა უამრავმა კანონმა შექმნა ის ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, ვგულისხმობ ჩინჩალაძისა და მურუსიძის კონსოლიდირებას. დიდი ხანია, ვაყენებ მისი გადაყენების საკითხს, მაგრამ...

- წულუკიანი შვიდი წელია, ინარჩუნებს თანამდებობას. აქამდე შანტაჟით მოვიდა?
- არ ვიცი, მაგრამ განცხადება, რომ თუ ამას არ გამიკეთებენ, გადავდგები, შანტაჟია. ან იზიარებ გუნდის შეხედულებებს და იღებ შედეგს, ან არ იზიარებ მათ ხედვას - ეს არის პოლიტიკა. მაგრამ: "ამას თუ არ გამიკეთებენ, გადავდგები და თუ გამიკეთებენ, დავრჩები" - არის ვაჭრობა, რაც ქვეყნის მართვას არ შეესაბამება.

იმაზე, რაც სასამართლოში ხდება, ალბათ, წულუკიანმა ბევრი რამ იცის. მაგალითად, როგორ დარჩნენ ეს მოსამართლეები ადგილზე? არადა, აპირებდნენ, მიეღოთ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ყველა თავმჯდომარე გათავისუფლდებოდა, მერე კი უცებ გადაიფიქრეს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი რგოლი იყო თეა წულუკიანი. მან ყველაფერი იცის და იმედია, პასუხისმგებლობასაც იზიარებს.

მიმდინარეობს ვაჭრობა, მაგალითად, როგორც ბანკებში ხდება - თუ მომიმატებ ხელფასს, დავრჩები, თუ არადა წავალ. ეს ვაჭრობის სტილი პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ იმართება ქვეყანა და იმართება, როგორც ერთი დიდი კორპორაცია. რამდენიმე წელია, გამოიკვეთა სურათი, თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში. წულუკიანს ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც უნდა ეთქვა, ვერ მოვახერხე ამ რეფორმის წარმატებით განხორციელება და კარგად ბრძანდებოდეთო.

- სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა.
- ეს ანგარიში რეალურად ასახავს ყველაფერს, რასაც აქამდე ვამბობდი. ამ კლანის გამო ჩვენს ქვეყანას რეპუტაცია ელახება. ეს შეუქმნის პრობლემებს ინვესტორებსაც. ადამიანს, რომელიც საქართველოში ფულის დაბანდებას გადაწყვეტს, უნდა ჰქონდეს იმედი, რომ თუ პრობლემები შეექმნება, სასამართლო დაიცავს. თუ ჩვენს ხელისუფლებას უნდა, აქ მხოლოდ ისეთი ინვესტორები შემოვიდნენ, რომელთაც არ ადარდებთ არც დემოკრატია, არც - ადამიანის უფლებები და სასამართლო, ეს სხვა საქმეა. თუ ასე გავაგრძელეთ, მხოლოდ ასეთი ინვესტიციები დაგვრჩება.


გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
18 მარტი 2019 20:51
რადგან ხელფასზე მიდის "ვაჭრობა", რასაც ვაჭრობა არ ჰქვია, ესე იგი, ძალიან საჭირო კადრია. ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
fui
18 მარტი 2019 20:27
რას ქვია გავიწიო. ცოტა აზრზე მოდი და შენი აგრესია შენთვის შეინახე. კეთილი ინებონ ყველამ, ემოციები გვერდზე გადადონ და ისე ილაპარაკონ. კანონი დროებითი კი არ უნდა იყვეს, არამედ მუდმივი. ნიძლავს დავდებ, სამი ვარიანტი აქვთ კანონის და 90 პროცენტი სამივეში მსგავსი იქნება. ამიტომ მოიტანონ ფაქტები. გაწევით კიდევ, ყველა აგრესიულად განწყობილი გაიწიოს და ჩამოშორდეს ამ ლამაზ ქვეყანას, რომელსაც სიმშვიდე სჭირდება.
Minichan
18 მარტი 2019 15:38
ძველბიჭური გარჩევები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
15-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა