"რა ხელებს შლი ბიჭო" - პარლამენტში ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

"რა ხელებს შლი ბიჭო" - პარლამენტში ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"რა ხელებს შლი ბიჭო" - მიმართა ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას, ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს.

იხილეთ ვიდეო