"ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია... მე უბრალოდ პასუხი გავეცი მის ქმედებას" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია... მე უბრალოდ პასუხი გავეცი მის ქმედებას"

ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, - ამის შესახებ დეპუტატმა ოთარ კახიძემ, პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდგომ განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, მან კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით მიმართა, რასაც ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა.

"შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის პროცედურის დარღვევაზე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც გავეცი პასუხი. ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია. ინციდენტი მე არ წამომიწყია, მე უბრალოდ პასუხი გავეცი მის ქმედებას", - განაცხადა კახიძემ.

იხილეთ ასევე: "რა ხელებს შლი ბიჭო" - პარლამენტში ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

იხილეთ ვიდეო