ვინ არის და რა ქონებას ფლობს დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელმაც ოთარ კახიძესთან იჩხუბა?!
ვინ არის და რა ქონებას ფლობს დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, რომელმაც ოთარ კახიძესთან იჩხუბა?!
შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატ ირაკლი ბერაიას პარლამენტში თავი თითქმის არაფრით გამოუჩენია 2016 წლიდან მოყოლებული 2019 წლის 18 მარტამდე, როდესაც ოთარ კახიძესთან ჩხუბში ჩაერთო და გვარიანი ალიყურიც უთავაზა.

ინციდენტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების
ჩარევის შედეგად შეწყვიტეს. ოთო კახიძის თქმით, მას ირაკლი ბერაიამ შეაგინა, "თუ ოთარ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია", - ასე უპასუხა კახიძეს ბერაიამ.
"დამრჩა განცდა, რომ ოთო კახიძეს უნდოდა კომიტეტიდან წასვლა და ასეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა. მე ვსაუბრობდი, მინდოდა შეკითხვის დასმა, რისი საშუალებაც მან
არ მომცა. მივუთითე კორექტულობისკენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

როგორც ირკვევა, ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია. მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ის რუსეთში, სანკ-პეტერბურგში 1976 წელს დაბადებულა, ჰყავს მეუღლე მაია გეგეშიძე და ქალ-ვაჟი - არჩილი და მარიამი. ოჯახი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც მაია გეგშიძის საკუთრებას წარმოადგენს და რომელშიც გადახდილი 81 000 აშშ დოლარი.

ირაკლი ბერაია ფლობს 2009 წელს გამოშვებულ BMW-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც 6000 დოლარდ 2016 წელს შეუძენია.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დეპუტატმა ბოლოს 2018 წლის 24 დეკემბერს შეავსო, ირაკლი ბერაიას სახელზე ბანკ "ქართუში" გახსნილია 13 ანგარიში, აქედან იმ მომენტში მხოლოდ ორზე - სახელფასოსა და  მიმდინარეზე ირიცხებოდა 1188,45 და 847,56 ლარი, ხოლო ერთი გახლდათ საკრედიტო ანგარიში, რომელზეც ირიცხებოდა 2000,32 ლარი.

რაც შეეხება მისი მეუღლის ანგარიშებს, "ბაზის ბანკში" საკრედიტო ანგარიშზე იმ პერიოდისთვის ირიცხებოდა 503,68 ლარი, ხოლო "ქართუში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე იყო 3889,81, ამის გარდა მაია გეგეშიძის სახელზე ბანკ "ქართუში" ასევე იყო გახსნილი კიდევ 10 ანგარიში, მათგან 2 ანაბრის, რომლებზეც იმ პეროდისთვის ირიცხებოდა 1467,3 დოლარი და 3410 ლარი, კიდევ ერთ ანგარიშზე 230 ევრო იყო. დანარჩენ ანგარიშებზე თანხა ან საერთოდ არ არის ან 10 ლარს არ აღემატება.

ამავე დეკლარაციის მიხედვით ირაკლი (დაჩი) ბერაია სამ კომპანიაში ფლობს წილებს ესენია:

შპს პროექტების
მართვის კომპანია
საქართველო
თბილისი ვაჟა-
ფშაველას გამზ., VII
კვ., კორ. N19, ბ.N48, - 33.9% -იანი წილი.

შპს პმკ 2013
საქართველო
თბილისი ვაჟა-
ფშაველას VII კვ., - 33, 5%-იანი წილი.


შპს პმკ უძრავი ქონება
საქართველო
თბილისი ვაჟა-
ფშაველას გამზ., VI - 50%-იანი წილი.

ამ კომპანიიებიდან მიღებული შემოსავლების გრაფაში მითითებულია 0.

ირაკლი ბერაიამ პარლამენტარობის სახელფასო სარგო 2017 წლის განმავლობაში მიიღო 56865 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, ბანკ "ქართუში" ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მიიღო 40625 ლარი, ამავე ბანკის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კი - 42774,71 ლარი.

ირაკლი (დაჩი) ბერაიას და მის მეუღლეს რამდენიმე სესხი ბანკ "ქართუში" აქვთ აღებული.
იხილეთ ცხრილი:

მაია გეგეშიძემ შვილების არჩილ და მარიამ ბერაიების სწავლის გადასახადში სულ: 11936,23 ლარი გადაიხადა, ამასთანვე გადაიხადა მარიამ ბერაიას ბაღის გადასახადი 3000 ლარი.

იხილეთ ოთარ კახიძისა და ირაკლი ბერაიას დაპირისპირების ამსახველი ვიდეო

ინგა
19 მარტი 2019 13:16
ჩათვალა,რომ დროა თავი გამოიჩინოს ,დაუფასდეს და შემდეგ პარლამენტშიც 4 წელი გაატაროს მდუმარედ,აკეთოს ფული.
სტატუს ქუო
19 მარტი 2019 10:09
ეს ჩოილარი სენაკელი არაა? ხობი საიდან გაჩნდა?
Gio
19 მარტი 2019 08:49
ეს ორი უკეთილშობილესი ადამიანი ასე რომ დაუპირისპირდა ერთმანეთს, ჩვენში უბრალო გადასახადების გადამხდელებში, ისეთ სინანულსა და აღშფოთებას იწვევს, რომ არ ვიცით პირდაპირ როგორ მოვიქცეთ, რა გზას დავადგეთ, რომ როგორმე შევუწყოთ ხელი ქართულ ოცნებასა და მათ ოპონენტებს რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი ხალხის სამსახურში! ბატონო ბიძინა თქვენი მუხლების ჭირიმე იქნებ გვიშველოთ რამე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები