მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" დატოვებას აპირებს? - რას ამბობს გრიგოლ ვაშაძე? - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" დატოვებას აპირებს? - რას ამბობს გრიგოლ ვაშაძე?

პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები! მიხელ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.

"ინტერპრესნიუსი"