"შენ ხარ "ქართული ოცნების" მესაფლავე" - ვის დაუპირისპირდნენ ბესელია და ფოფხაძე პარლამენტში? - კვირის პალიტრა

"შენ ხარ "ქართული ოცნების" მესაფლავე" - ვის დაუპირისპირდნენ ბესელია და ფოფხაძე პარლამენტში?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ ზარდიაშვილს საკუთარი წარსული გაახსენეს და მიმართეს, რომ ის არის ზონდერი.

"შენ ხარ "ქართული ოცნების" მესაფლავე", - ასე მიმართა გედევან ფოფხაძემ ზარდიაშვილს.

ზარდიაშვილმა კოლეგებს საპასუხო ბრალდებები წაუყენა, მათ შორის მიმდინარე სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთია, რაც კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მომასამრთლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ვერ ხერხდება.

"ინტერპრესნიუსი"