"ივანიშვილმა ღარიბაშვილს ის კი არ უთხრა, ნათესავები სახლში არ შეუშვა და ქორწილებსა და გასვენებეში არ იაროო..."
19-03-2019
"ივანიშვილმა ღარიბაშვილს ის კი არ უთხრა, ნათესავები სახლში არ შეუშვა და ქორწილებსა და გასვენებეში არ იაროო..."
"ერთი ის გამაგებინა ამ წულუკიანმა რა საიდუმლო იცის ასეთი ამ ხელისუფლებაზე, რომ ფეხისწვერებზე ატარებს ყველას"

"პრეზიდენტი და პრემიერი პოლიტიკაში არ ერევიან, შინაგან საქმეთა მინისტრი გვემუქრება, იუსტიციის მინისტრი გვაშანტაჟებს... ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, ის რაც ქვეყანაში ხდება არ არის ნორმალური", - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებსა და გეგმებზე სწორედ  გოგი წულაია გვესაუბრება:

- საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რა ხდება ქვეყანაში. ის
წერილი რა არის, გახარიამ რომ ხაზარაძეს მისწერა. უარესებიც ხდება. ხელისუფლებამ უკვე მიწაში ჩაგვდო და ახლა მიწას გვაყრის ზემოდან.

- გინდათ თქვათ, რომ მსგავსი შინაარსის წერილი სხვა ბიზნესმენებმაც მიიღეს?
- მსგავსიც მიიღეს და უფრო უარესიც.

- კონკრეტული მაგალითების დასახელება თუ შეგიძლიათ?
- მე სხვის მაგივრად ხომ ვერ
ვილაპარაკებ, ყველამ თავად უნდა თქვას თავისი სათქმელი. მე იმის თქმა შემიძლია, რომ ადამიანებს ბიზნესში ფულის ჩადების ეშინიათ, მომავალს შიშით უყურებენ.

- როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემაზე ხმამაღლა რატომ არ საუბრობენ?
- ეშინიათ და იმიტომ. ხაზარაძეს ქვეყანაშიც ამხელა გავლენა აქვს და ამერიკასა და ევროპაშიც სერიოზული კავშირები აქვს, მაგრამ ის არ დაინდეს. სხვებს რას უზავენ? ვინ გაბედავს ახლა ხმის ამოღებას? ოპოზიციური პარტიები უფრო ძლიერები რომ ვიყოთ, მაშინ არ იქნებოდა ეს ხალხი ასეთი შეშინებული. სხვათა შორის, სწორედ მაგ ბიზნესმენების დამსახურებაა, ოპოზიცია რომ სუსტია. არ უნდათ ჩვენთან ფულის ჩადება. აბა, ერთი გააძლიერონ ოპოზიცია.

- ფული და მეტი გავლენა რომ გგონდეთ, ახლა ამ ვითარებაში რას გააკეთებდით?
- პირველ რიგში შინაგან საქემთა მინისტრის გადადგომას მოვითხოვდით. არა, მარტო მისი კი არა მთელი მინისტრთა კაბინეტის. შეხედეთ რა დღეშია ქვეყანა, ხალხმა საფლავების ძარცვა დაიწყო. ქუთაისში შემოღობილი საფლავი აღარ დატოვეს. აგერ ზუგდიდში მოქმედმა პოლიციელმა გაძარცვა ბანკი. მეტი უბედურება რაღა გინდათ, მმართველი პარტიის ლიდერის ბინა გაქურდეს.

- ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებამ რა მოლოდინი გაგიჩინათ?
- რა მოლოდინი უნდა გაეჩინა? ივანიშვილმა კატის კნუტივით რომ მოისროლა გარეთ (კატას რას ვერჩი), მაშინ თუ არ ვარგოდა, ახლა რა შეიცვალა? იმეცადინა და გამოსწორდა?

- აღიარა, რომ ნათესავებმა შეუქმნეს გარკვეული პრობლემები და პირობა დადო რომ მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებს. არ გჯერათ მისი დაპირების?
- კიდევ რა აღიარა, არ გახსოვთ? ნათესავებს სახლში აღარ ვუშვებო. ნორმალურია ახლა ეს კაცი? მაგას ივანიშვილმა უთხრა, ნათესავებს თანამდებობებზე ნუ დანიშნავო, ის კი არ უთქვამს, სახლში არ შეუშვა და ქორწილებსა და გასვენებეში არ იაროო.

- ძველი კადრების დაბრუნების ფაქტი არ მოგწონთ, იმის შესახებ რას იტყვით, "ქართული ოცნებამ" ახალი კადრების მოძიება რომ დაანონსა?
- ესენი ახლა ისეთ კრიზისში არიან, აღარაფერი უშველით. დამთავრებულია მაგათი ამბავი, "ახლა გინდ შაიტანონ და გინდ გამაიტანონ თავიანთი რუმბივით გაგორებული ფალავანი". ახალი სახეები კი არა მამა ღმერთი აღარ უშველით. ასეთი არაფერი მინახავს, სახტად დამტოვა ზურაბიშვილის განცხადებამ, მე პოლიტიკაში არ ვერევიო. თურმე ჯერ სად ვიყავი, არც პრემიერი ყოფილა პოლიტიკოსი. თუ პოლიტიკაში არ ერევიან, აბა, რა სიკვდილში ერევიან? იმდენს სულელობენ, თავსაც დაიღუპავენ და ქვეყანასაც ზედ გადაიყოლებენ. ერთი ის გამაგებინა ამ წულუკიანმა რა საიდუმლო იცის ასეთი ამ ხელისუფლებაზე, რომ ფეხისწვერებზე ატარებს ყველას. შვიდი წელია ძვრა ვერ უყვეს ადგილიდან.

- თქვენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი რას აპირებთ, მხოლოდ ხელისუფლების წარმოამდგენელბის გაშარჟებით შემოიფარგლებით?
- მე და კახა კუკავა საკმაოდ აქტიურები ვართ. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ.

- უკვე არაერთი ოპოზიციური ძალა ჩამოყალიბდა, თქვენ რომელიმესთან ალიანსში შესვლას ხომ არ აპირებთ?
- ძალიან კარგია, ოპოზიციური ძალები და პარტიები რომ იქმნება, თუ არ თამაშობენ, რა თქმა უნდა. მე ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ მაგათ.

- რა გაძლევთ ეჭვის საბაბს?
- 7 წელი აქცევდა ქვეყანას "ქართული ოცნება" და ზოგიერთები ახლა მიხვდნენ ამას, გემმა ჩაძირვა რომ დაიწყო?

ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)
ვ.ჩ.პ
20 მარტი 2019 09:26
თქვენ მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევთ. ოპოზიცია რომ ყავდეს ქვეყანას ასე ქვეყნის დ ა ბ ე ჩ ა ვ ე ბ ა ს ვერ გაბედავდა მთავრობა.
shoridan
19 მარტი 2019 23:27
ლაპარაკში და ბაქიბუქობაში ყველა მაგარია მაგრამ ეს გოგი მე მგონი ყველას აჯობებს.
ჰაჰაჰაჰაჰაჰა
19 მარტი 2019 14:39
თქვენი პოლიტიკოსობა და თქვენი ოპოზიციური პარტიები არ გეიშვა.რომელი ხართ რამის გამკეთებლები

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?