ბესელია მათიკაშვილს: "2012 წლიდან რა უნდა "დავგუგლო"? სად იყავი დამალული ის ვარკვიო? კომპასი ჩავრთო?"
ბესელია მათიკაშვილს: "2012 წლიდან რა უნდა "დავგუგლო"? სად იყავი დამალული ის ვარკვიო? კომპასი ჩავრთო?"
კარგად ვერ გამეცადინე ჩემი მოადგილე რომ იყავი, სად იყავი დამალული ის ვარკვიო?! - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ამავე კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეს დავით მათიკაშვილს, რომელიც ამ წუთებში სხდომას უძღვება.

მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა რეგლამენტის წესი დაიცვას და დაასრულებინოს საუბარი მომხსენებელს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც ბესელია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

"მე მახსოვს თქვენი წაყვანილი სხდომები და თქვენი პოზიცია რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით", - უთხრა მათიკაშვილმა ბესელიას, რასაც ბესელიას რეპლიკა მოჰყვა.

"მერე იმეცადინე დავით, ცოტა იმეცადინე. მე კარგად ვერ გამეცადინე, როცა ჩემი მოადგილე იყავი", - განაცხადა ბესელიამ.

"2012 წელს ვინ რას აკეთებდა შეგიძლია "დაგუგლოთ", შემდგომში რომ აღარ მოგივიდეთ შეცდომა და ტყუილების თქმა არ მოგიწიოთ საზოგადოების წინაშე. ჩემი ნებართვის გარეშე ნუ რთავთ მიკროფონს და მომხსენებელს დაასრულებინეთ საუბარი",
- განაცხადა მათიკაშვილმა.

"2012 წლიდან რა უნდა "დავგუგლო"? სად იყავი დამალული ის ვარკვიო? კომპასი ჩავრთო? - უთხრა ბესელიამ მათიკაშვილს.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. საკანონმდებლო ცვლილებები წამყვან კომიტეტში პირველი მოსმენით გადის.

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროცედურა პირობითად შესაძლოა ხუთ ეტაპად დაიყოს.

"ინტერპრესნიუსი"

ტოტო
19 მარტი 2019 12:05
კომპასი არა, წამზომი...
გოგა
19 მარტი 2019 10:01
ბაკის ყოფილი მოლარეების და მათი მეუღლეების მართული ქვეყანა

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები