"წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ" - რა უპასუხა ზარდიაშვილმა ბესელია-ფოფხაძეს? - კვირის პალიტრა

"წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ" - რა უპასუხა ზარდიაშვილმა ბესელია-ფოფხაძეს?

მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ, - ასე მიმართა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატებს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს.

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ფოფხაძისა და ბესელიას განცხადებები ფარსია. ამ კონტექსტში საუბრისას, მმართველი პარტიის დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელებს პროფესიონალიზმი და წარსული საქმიანობა დაუწუნა.

"6 წელი რაც თქვენ ვერ გააკეთეთ იმის გამოსწორებას ორი კვირის დანიშნულ თავმჯდომარეს როგორ სთხოვთ?! ეს ყველაფერი ხომ ფარსია! მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და თქვენს პატიოსნებას მიხედეთ. პატიოსნებაზე როგორ უნდა მელაპარაკოს ვინმე. სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მყოფთა როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება. პირდაპირ ვამბობ, სასამართლოს ეპარება კორუფციის მატარებელი ხალხი",- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

იხილეთ ასევე: "შენ ხარ "ქართული ოცნების" მესაფლავე" - ვის დაუპირისპირდნენ ბესელია და ფოფხაძე პარლამენტში?

"ინტერპრესნიუსი"