წარადგენს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსს? - კვირის პალიტრა

წარადგენს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსს?

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის ამომრჩეველს მერის რიგგარეშე არჩევნებში, შესაძლოა სანდრა რულოვსის კანდიდატურა შესთავაზოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის სავარაუდო კანდიდატთა შორის მთავარი კანდიდატურაა, ვისაც პარტია იხილავს. ამ კონტექსტში აქცენტი იმ შედეგზეც კეთდება, რაც რულოვსმა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებისას მიიღო.

"საპარლამენტო არჩევნების დროს ზუგდიდში გამარჯვება ფაქტობრივად მან მოიპოვა. განხილვის პროცესში სანდრა რულოვსი მთავარი კანდიდატია", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს".

"ინტერპრესნიუსი"