"ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე არიან თანამედროვე შარიკოვები" - კვირის პალიტრა

"ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე არიან თანამედროვე შარიკოვები"

ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე არიან თანამედროვე შარიკოვები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისივე თქმით, ხსენებული დეპუტატები "ქართული ოცნების" სახელით აკეთებენ იმავეს, რასაც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს აკეთებდნენ.

"ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე არიან თანამედროვე შარიკოვები. შარიკოვები, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს და გააბითურეს "ქართული ოცნების" იდეა. ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის დროის "ზონდერები" და მისი რეჟიმის ჭანჭიკები, დღეს "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ასრულებენ იგივე დავალებებს და მოქმედებენ ისევ ისე, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც მაშინ. მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა ყველაფერი. აღარავის უნდა დარჩეს კითხვა თუ რატომ წამოვედით "ქართული ოცნებიდან", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ასევე: ბესელია მდინარაძეს: "ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე"

"ინტერპრესნიუსი"