რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას? - კვირის პალიტრა

რომელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას?

დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა - ლევან კობერიძემ, ცოტნე ზურაბიანმა, რატი იონათამიშვილმა და ილია ნაკაშიძემ არ დაუჭირა.

საკითხის წინააღმდეგ წავიდნენ ასევე ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი და გედევან ფოფხაძე.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 9 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას პოლიტიკური საფუძველი აქვს.

იხილეთ ასევე: "ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა"

"ინტერპრესნიუსი"