ბოკუჩავა უმრავლესობას: "მსმენია, რომ "ნაცმოძრაობის" დროს, ზოგიერთი თქვენგანი მაგიდაზე ასული სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოს" - კვირის პალიტრა

ბოკუჩავა უმრავლესობას: "მსმენია, რომ "ნაცმოძრაობის" დროს, ზოგიერთი თქვენგანი მაგიდაზე ასული სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოს"

მსმენია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენთაგანი, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ უმრავალესობის წევრებს.

ბოკუჩავას განცხადებას წინ უძღოდა ეკა ბესელიას მიერ გამოთქმული კრიტიკა, ყოფილი გუნდის წევრების მიმართ. კერძოდ, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა და იმ ადამიანებს, რომლებიც, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ, რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ ამ დარბაზში მსხდომებიო. ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენთაგანი. ასე რომ, მართლაც ძალიან სამარცხვინოა ასეთი მედროვეობა კოლეგებო, მაგრამ ამ დარბაზში მე უკვე არაფერი მიკვირს, იმიტომ, რომ ყოველგვარი სირცხვილის ზღვარი გადალახულია, როდესაც უმრავლესობა საკუთარ ყოფილ წევრს სჯის იმის გამო, რომ მან განსხვავებული აზრი დააფიქსირა და სადამსჯელო ოპერაციად იყენებს მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"